Gerald Harris attorney at law

1 დღიანი ტური ბორჯომში

აღწერილობა

ტურის მოკლე აღწერა:

ტური მოიცავს სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ ულამაზეს ბორჯომის ხეობას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს. მარშრუტი განეკუთვნება კულტურული ტურების კატეგორიას.
ტურის ხანგრძლივობა 1 დღე.

გალერეა

გაზიარება

 

ტურის პროგრამა:
თბილისიდან გასვლა 8 საათზე. დაახლოებით 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ საშუალება გექნებათ ეწვიოთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოვინახულებთ ულამაზეს ხეობაში არსებულ ,,მწვანე მონასტერს” რის შემდეგაც მოეწყობა პიკ-ნიკი ბუნებაში.
პიკ-ნიკის შემდეგ მოვინახულებთ ,,ტიმოთესუბანს” და დავბრუნდებით ბორჯომში, სადაც საშუალება გექნებათ დაისვენოთ და განიტვითოთ ბორჯომის პარკში. დაბრუნება თბილისში.