Gerald Harris attorney at law

1 დღიანი ტური თბილისში

აღწერილობა

საუზმის შემდგომ დავათვალიერებთ საქართველოს დედაქალაქ თბილისს, – მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს, შემდგომ მეტეხის ტაძარს და იქვე ახლოს მდებარე ნარიყალას ციხესიმაგრეს, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. შემდგომ გვექნება სადილი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო. სადილის შემდეგ მოვინახულებთ თბილისის უძვე;ეს უბანს აბანოთუბანს, სადაც განთავსებულია გოგირდის აბანოები, ასევე გექნებათ საშუალება მიიღოთ განიტვირთოთ გოგირდის აბანოებით. დავათვალიერებთ თბილისის წვრილ და ულამაზეს ქუჩებს, ტურისტებისათვის ყველაზე საყვარელ ადგილებს, გავისეირნებთ შარდენზე, სადაც შევხვდებით რეზო გაბრიაძის სახელობის თეატრს, იგი გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურით რაც იზიდავს ტურისტთა ყურადღებას. დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გავისეირნებთ მშვიდობის ხიდზე, სადაც გექნებათ საშუალება გადაიღოთ ულამაზესი ოტოები ულამაზესი ხედებით. დღის ბოლოს კი განთავსება სასტუმროში

გალერეა

გაზიარება