Gerald Harris attorney at law

7 დღიანი ტური საქართველოში

აღწერილობა

ტურის ხანგრძლივობა - 7 დღე

ტურის აღწერა

დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში.

დღე 2 - მცხეთა - თბილისი

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ მცხეთას. პირველი ღირსშესანიშნაობა იქნება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (XI c.) შემდგომ მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI c.), საიდანაც იშლება მცხეთის ულამაზესი ხედები. დაბრუნება თბილისში, ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში, სადაც გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო. ვახშმის შემდეგ დავათვალიერებთ თბილისის ძველ უბნებს, ნაციონალურ მუზეუმს, სამების საკათედრო ტაძარს, ნარიყალას ციხესიმაგრეს, და რაღათქმაუნდა გოგირდის აბანოებს. დღის ბოლოს დაბრუნება სასტუმროში.

დღე 3 - ანანური - გუდაური - ყაზბეგი

დილის საუზმე. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ყაზბეგისკენ. პირველი დანიშნულების ადგილი იქნება ანანურის ცოხესიმაგრე (XVI – XVII c), ყაზბეგის შემდგომ მოვინახულებთ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. მოგვიანებით გავემგზავრებით სტეფანსმინდაში, სადაც ვნახავთ ულამაზეს გერგეტის სამების ტაძარს(2200 m.) საიდანაც იშლება ბუნების ულამაზესი ხედები. დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში. სასტუმროში განთავსება

ანანური გერგეტის სამება გუდაური

დღე 4 - კახეთი - თელავი - ნაფარეული

საუზმე.. საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ღვინის სამშობლოს და ღვინის შემქმნელ ქალაქს. კახეთი – კახეთი გამოირჩევა ყველაზე ნოყიერი მიწით მთელ საბჭოთა კავშირში.გზად გავივლით კახეთის გულს, იგივე კახეთის დედაქალაქ თელავს, თელავი არარის მხოლოდ ცენტრი რეგიონის, არამედ ის იწოდება როგორც ღვინის შემქმნელ ქალაქად საქართველოშ, ღვინო წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კულტურას კახეთის რეგიონში. ასევე მონივახულებთ იყალთოს მონასტერს და სხვა და სხვა ღირსშესანიშნაობებს და დღის ბოლოს გავემგზავრებით იქვე ახლოს მდებარე ღვინის მუზეუმში - ნაფარეულში - ტყუპების მარანში, სადაც გექნებათ საშუალება გაეცნოთ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას, დაათვალიეროთ მუზეუმი და ნახოთ ყველაზე დიდი ქვევრი მთელს დედამიწაზე. საღამოს კი ტრადიციული ვახშამი ტყუპების მარნის რესტორანში და შემდგომ განთავსება ტყუპების მარნის სასტუმროში.

დღე 5 - სიღნაღი - თბილისი

საუზმე. გზად გავივლით სიღნაღს, რომელსაც უწოდებენ სიყვარულის ქალაქს. მოგვიანებით გავემგზავრებით ბოდბის დედათა მონასტერში. დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში, განთავსება სასტუმროში.

დღე 6 - დამღლელი დღეების შემდეგ სრული რელაქსაცია

ჩვენი პარტნიორი კომპანიისგან საჩუქრად თქვენ ჯინო პარადაისის 1 დღიანი სრული რელაქსაცია

  • 7 სახეობის საუნა
  • ოლიმპიური აუზი
  • სარელაქსაციო ჯაკუზი
  • ტობოგანები - სამხრეთ ევროპის ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი სასრიალოები

დღე 7 - ტრანსფერი სასტუმროდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ტურის ღირებულება მოიცავს:

  • განთავსება 4* სასტუმროში
  • ტრანსფერებს
  • ტრანსპორტირებას
  • გიდის მომსახურებას
  • დილის საუზმე
  • ტრადიციული ვახშამი ტყუპების მარანში
  • მუზეუმის ბილეთებს
  • საჩუქრებს ჩვენი კომპანიისგან

გალერეა

გაზიარება

 

ტურის ხანგრძლივობა - 7 დღე

ტურის აღწერა

  • დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში.
  • დღე 2 - მცხეთა - თბილისი
  • დღე 3 - ანანური - გუდაური - ყაზბეგი
  • დღე 4 - კახეთი - თელავი - ნაფარეული
  • დღე 5 - სიღნაღი - თბილისი
  • დღე 6 - დამღლელი დღეების შემდეგ სრული რელაქსაცია
  • დღე 7 - ტრანსფერი სასტუმროდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში