Gerald Harris attorney at law

6 დღიანი ტური საქართველოში

აღწერილობა

ტურის ხანგრძლივობა - 6 დღე

ტურის აღწერა

დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში

დღე 2 - მცხეთა - თბილისი

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ მცხეთას. პირველი ღირსშესანიშნაობა იქნება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (XI c.) შემდგომ მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI c.), საიდანაც იშლება მცხეთის ულამაზესი ხედები. დაბრუნება თბილისში, ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში, სადაც გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო. ვახშმის შემდეგ დავათვალიერებთ თბილისის ძველ უბნებს, ნაციონალურ მუზეუმს, სამების საკათედრო ტაძარს, ნარიყალას ციხესიმაგრეს, და რაღათქმაუნდა გოგირდის აბანოებს. დღის ბოლოს დაბრუნება სასტუმროში.

დღე 3 - კახეთი - თბილისი

საუზმე.. საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ღვინის სამშობლოს და ღვინის შემქმნელ ქალაქს. კახეთი – კახეთი გამოირჩევა ყველაზე ნოყიერი მიწით მთელ საბჭოთა კავშირში. გზად გავივლით სიღნაღს, რომელსაც უწოდებენ სიყვარულის ქალაქს. მოგვიანებით გავემგზავრებით ბოდბის დედათა მონასტერში. დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში, განთავსება სასტუმროში.

დღე 4 - ანანური - ყაზბეგი

დილის საუზმე. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ყაზბეგისკენ. პირველი დანიშნულების ადგილი იქნება ანანურის ცოხესიმაგრე (XVI – XVII c), ყაზბეგის შემდგომ მოვინახულებთ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. მოგვიანებით გავემგზავრებით სტეფანსმინდაში, სადაც ვნახავთ ულამაზეს გერგეტის სამების ტაძარს(2200 m.) საიდანაც იშლება ბუნების ულამაზესი ხედები. დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში. სასტუმროში განთავსება

ანანური გერგეტის სამება გუდაური

დღე 5 - თავისუფალი დღე, თქვენ შეგეძლებათ გაისეირნოთ ქალაქში, შეიძინოთ სუვენირები თქვენი მეგობრებისათვის და ნათესავებისთვის, იშოპინგოთ და გაერთოთ უამრავი რამით

დღე 6 - დილის საუზმე. ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში

ტურის ღირებულება მოიცავს:

  • განთავსება 4* სასტუმროში
  • ტრანსპორტირება
  • ტრანსფერები
  • გიდის მომსახურება
  • ქართული ტრადიციული ვახშამი
  • დილის საუზმე
  • სუვენირები ჩვენი კოპმანიისგან

გალერეა

გაზიარება

 

ტურის ხანგრძლივობა - 6 დღე

ტურის აღწერა

დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში

დღე 2 - მცხეთა - თბილისი

დღე 3 - კახეთი - თბილისი

დღე 4 - ანანური - ყაზბეგი

დღე - 5 - თავისუფალი დღე

დღე 6 - დილის საუზმე. ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში