Gerald Harris attorney at law

საქართველოს მრავალფეროვნება

აღწერილობა

ტურის ხანგრძლივობა: 8 დღე

მარშრუტის სიგრძე: 1600 კმ

ტურის აღწერა:

ტური გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნბით. მარშრუტის განმავლობაში მოვინაულებთ როგორც ქვეყნის მთიან ნაწილს ასევე ბარს. ტურის განმავლობაში გავეცნობით ქვეყნის ისტორიულ კულტურულ და ბუნებრის დანატოვარს. ტურის შინარსი გვეხმარება დავინახოთ ქვეყნის წარსული და გვაჩვენებს მის დღევანდელ სახეს. შინაარსიდან გამომდინარე ის საკმაოდ მრავალფეროვანია.

გალერეა

გაზიარება

 

ტურის განრიგი:

დღე 1: ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში

დღე 2: მცხეთა – თბილისი

დღის მარშრუტის სიგრძე: 65 კმ

ფეხით სავალი : 3 კმ

ტური იწყება საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის მიმართულებით. პირველი მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობაა ჯვრის მონასტერი (VI ს) , საიდანაც ქალაქ მცხეთის ულმაზესი ხედი იშლება. ქალაქ მცხეთისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის (XI ს) მონახულების შემდეგ სადილი და დაბრუნება თბილისში. გასეირნება და ღამის თბილისის დათვალიერება. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

დღე 3: დავითგარეჯა მონასტერი – ბოდბე მონასტერი - ქალაქი სიღნაღი

დღის მარშრუტის სიგრძე: 330 კმ

ფეხით სავალი : 4 კმ

საუზმე. გამგზავრება თბილისიდან ქვეყნის აღმოსავლეთით, საქართველო – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან მდებარე დავითგარეჯას მონასტერის მოსანახულებლად. სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში სტუმრობა დავითის ლავრასა ( VI ს) და უდაბნოს მონასტერს (IX ს), სადაც საჭიროა დაახლოებით 4 კმ მანძილის ფეხით გავლა უდაბნოს მონასტერის დასათვალიერებლად. დავითგარეჯას მონასტერის მონახულების შემდეგ სადილი და ტური გრძელდება ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარე ბოდბის დედათა მონასტერისაკენ (IV – IX ს). შემდეგ ქალაქ სიღნაღის დათვალიერება და ქართული ღვინის სხვადასხვა ჯიშების დეგუსტაცია. დღის ბოლოს ვახშამი და დაბრუნება თბილისში.

დღე 4: ანანურის ციხე – დარიალის ხეობა - გერგეტის სამების ტაძარი

დღის მარშრუტის სიგრძე: 180 კმ

საუზმე. გამგზავრება თბილისიდან ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონში, ყაზბეგში. პირველი ღირსშესანიშნაობაა ანანურის ულამაზესი ციხე (XVI – XVII სს). შემდეგ ტური გრძელდება სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის (2196 მ) მიმართულებით. გერგეთის სამების (XIV ს) მონახულებამდე, დარიალის ულამაზესი ხეობის დათვალიერება. სადილისა და მცირედი შესვენების შემდეგ მარშრუტი გრძელდება გერგეთის სამების ტაძარის (2200მ) მოსანახულებლად, საიდანაც ბუნების ულამაზესი ხედები იშლება. დღის ბოლოს განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

დღე 5 : ქალაქი გორი (იოსებ სტალინის სახლ – მუზეუმი) – რაბათის ციხე – ხერთვისის ციხე

დღის მარშრუტის სიგრძე: 380 კმ

საუზმე. გამგზავრება ყაზბეგიდან ქვეყნის სამხრეთ - დასავლეთით, სამცხე - ჯავახეთის რეგიონის მიმართულებით. გზად ქალაქ გორში არსებული იოსებ სტალისნის სახლ - მუზეუმის მონახულება. შემდეგ ტური გრძელდება კურორტ ბორჯომის მიმართულებით, რომელიც ცნობილია ულამაზესი ბუნებითა და სამკურნალო მინერალური წყლებით. ბორჯომის გავლით რაბათის (ახალციხე) ციხის (IX ს) კომპლექსის მონახულება. სადილისა და მცირედი შესვენების შემდეგ ტური გრძელდება ხერთვისის ციხის მიმართულებით. დღის ბოლოს განთავსება ვარძიის კომპლექსის მახლობლად მდებარე სასტუმროში. ვახშამი.

დღე 6: ვარძიის კომპლექსი – ქალაქი ქუთაისი – ბაგრატის საკათედრო ტაძარი –მოწამეთას მონასტერი – გელათის მონასტერი

დღის მარშრუტის სიგრძე: 280 კმ

საუზმე. დილით კლდეში ნაკვეთი ვარძიის კომპლექსის (XII ს) მონახულება და გამგზავრება ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქის, ქუთაისის მიმართულებით. ბაგრატის საკათედრო ტაძარის (X – XI სს) მონახულების შემდეგ, სადილი და ტური გრძელდება მოწამეთასა(XI ს) და გელათის (XII ს) მონასტრერის მოსანახულებლად. დღის ბოლოს დაბინავება სასტუმროში. ვახშამი.

დღე 7: პრომეთეს გამოქვაბული - ოკაცის კანიონი - თბილისი

დღის მარშრუტის სიგრძე: 365 კმ

ფეხით სავალი : 4 კმ

საუზმე. ტური იწყება ქალაქ ქუთაისიდან დღის პირველი ღირსშესანიშნაობაა პრომეთეს გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სიმრავლით. მარშრუტი გაგრძელდება ოკაცის კანიონის მიმართულებით, კანიონი გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და კინჩხას ჩანჩქერით. სადილი და დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში.

დღე 8: ტრანსფერი აეროპორტში