Gerald Harris attorney at law

1 დღიანი ტური ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

აღწერილობა

ტურის მოკლე აღწერა:

აღნიშნული ტური მიეკუთვნება ეკო ტურების კატეგორიას. იგი მოიცავს კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში არსებულ ვაშლოვანის ეროვნულ პაკს, რომელიც გამოირჩევა თავისი ლანდშაფტებით, ფლორითა და ფაუნით. მარშრუტი არის ჯიპ _ ტურის ტიპის.
ტურის ხანგრძლივობაა 1 დღე.

გალერეა

გაზიარება

 

ტურის პროგრამა:


თბილისიდან გასვლა დილის 9 საათზე. დაახლოებით ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ნაკრძალის ადმინისტრაციას დედოფლისწყაროში, სადაც მოეწყობა პრეზენტაცია ნაკძალის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ ვეწვევით ნაკრძალს და დავიწყებთ ექსკურსს წინასწარ შედგენილი მარშრუტის მიხედვით და ვისადილებთ ბუნებაში. ექსკურსიის დასრულების შემდეგ დავბრუნდებით დედაქალაქში.

შედგენილია 1 დღიანი 3 მარშრუტი:
I. “არწივის ხეობა” – 5 კმ, სამანქანე მარშუტი, ნახევარ დღიანი, დაახლოებით 5 საათიანი.
II. “ დათვის ხევი, პანტიშარა” – 50 კმ, სამანქანე მარშუტი, ინტეგრირებულია საფეხმავლოსთან, 1 დღიანი.
III. ტახტი ტეფას ვულკანები - 55 კმ, სამანქანე მარშუტი, 1 დღიანი.