Gerald Harris attorney at law

1 დღიანი ტური ალგეთის ეროვნულ პარკში

აღწერილობა

ტურის მოკლე აღწერა:

აღნიშნული ტური მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ თეთრიწყაროს რაიონში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკს. ტური ლაშქრობის ტიპისაა და ეკო-ტურიზმის კატეგორიას განეკუთვნება. შედგენილია 5 საფეხმავლო მარშრუტი ( ხანგრძლივობა 3-დან 5 საათამდე). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გადაადგილება ცხენებით.
ტურის ხანგრძლივობაა 1 დღე

გალერეა

გაზიარება

 

ტურის პროგრამა:

თბილისიდან გავალთ დილის 9 საათზე. დაახლოებით ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავალთ ნაკრძალში და მცირეოდენი დასვენების შემდეგ დავიწყებთ ექსკურსს წინასწარ შედგენილი მარშრუტის მიხედვით. გზად ვისადილებთ ბუნებაში, სპეციალურად გამოყოფილ საპიკნიკე ადგილზე. ექსკურსიის დასრულების შემდეგ დავბრუნდებით დედაქალაქში.